Tuesday, 18 December 2018



2018 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი!

კენდალ ჯენერი ზედიზედ მეორე წელია ყველაზ მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაში პირველობას არ თმობს. ამერიკული გამოცემა FORBES-ის მონაცემებით 23 წლის მოდელმა 22.5 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ასევე ათეულში პოზიციებს იკავებენ დები ჰადიდები, კარლი კლოსი, ჟიზელი და სხვა.



კენდალს მეორე ადგილზე მოსდევს სუპერმოდელი კარლი კლოსი, რომელმაც 13 მილიონი შშ დოლარი გამოიმუშავა. კარლი 2018 წელს სვაროვსკისა და ადიდასის სახე იყო. 

უამრავი მოდური ჟურნალის ყდისა და ბრენდებთან თანამშრომლობის შედეგად სიაში დებმა ჰადიდებმა 7 და 8 ადგილები გადაინაწილეს. დების საერთო შემოსავალი 2018 წელს 18 მილიონი აშშ 
დოლარია.



გთავაზობთ სრულ სიას:

1) Kendall Jenner: $22.5 million
2) Karlie Kloss: $13 million
3) Chrissy Teigen and Rosie Huntington-Whiteley: $11.5 million 
5) Cara Delevingne and Gisele Bundchen: $10 million
7) Gigi Hadid: $9.5 million
8) Bella Hadid and Joan Smalls: $8.5 million
10) Doutzen Kroes: $8 million

როგორი ზამთარი გველოდება - საქართველოს მთავარი მეტეოროლოგის შეფასებები



ექ­სპერ­ტე­ბის დას­კვნით, 2018-2019 წლე­ბის ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში, სამ­ხრეთ-აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის რე­გი­ონ­ში, მათ შო­რის სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამინ­დის ფორ­მი­რე­ბა­ზე დო­მი­ნან­ტურ როლს წყნარ და ატ­ლან­ტი­კის ოკე­ა­ნე­ებ­ში მიმ­დი­ნა­რე და მო­სა­ლოდ­ნე­ლი პრო­ცე­სე­ბი შე­ას­რუ­ლებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რა­მაზ ჭი­თა­ნა­ვას თქმით, მო­მა­ვა­ლი ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში სა­ქარ­თვე­ლოს 
ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ჰა­ე­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რა ნორ­მის ფარ­გლებ­ში ან ნორ­მა­ზე 1-2 ც-ით მა­ღა­ლია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­ლე­ქებს, ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ზამ­თრის პე­რი­ოდ­ში მო­სუ­ლი ნა­ლე­ქე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ნორ­მა­ზე მეტი იქ­ნე­ბა.


- მო­სა­ლოდ­ნე­ლია თუ არა ძლი­ე­რი თოვ­ლი, ყინ­ვა? იქ­ნე­ბა თუ არა ზამ­თრის სე­ზო­ნი სიმ­კაც­რით გა­მორ­ჩე­უ­ლი?

- ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი რე­ჟი­მის თვალ­საზ­რი­სით შე­და­რე­ბით რბილ ზამ­თარს ვვა­რა­უ­დობთ. მო­სა­ლოდ­ნე­ლი, ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით უხვნა­ლე­ქი­ა­ნი ზამ­თრის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გამო, ბუ­ნებ­რი­ვია მთა­ში და მა­ღალ მთა­ში თოვ­ლის დე­ფი­ცი­ტი არ იქ­ნე­ბა.

ეს ერთი მხრივ და­დე­ბით როლს შე­ას­რუ­ლებს წყლის რე­სურ­სე­ბის ზრდის თვალ­საზ­რი­სით, რაც გან­სა­კუთ­რე­ბით ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბა ჰიდ­რო­ე­ნერ­გე­ტი­კის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სფე­რო­ე­ბის­თვის. მე­ო­რეს მხრივ, შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნას ისე­თი სტი­ქი­უ­რი ჰიდ­რო­მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის სიხ­ში­რის გაზ­რდის შე­საძ­ლებ­ლო­ბის გამო, რო­გო­რე­ბი­ცაა წყალ­მო­ვარ­დნე­ბი და თოვ­ლის ზვა­ვე­ბი.

ამ ტი­პის სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის პროგ­ნო­ზი­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ად­რე­უ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბის გა­ცე­მა, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღის წინ­სწრე­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, რა­საც გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს. ვფიქ­რობთ, რომ ნახ­სე­ნე­ბი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მი­ნი­მუ­მამ­დე იქ­ნე­ბა დაყ­ვა­ნი­ლი მათ­გან გა­მოწ­ვე­უ­ლი შე­საძ­ლო უარ­ყო­ფი­თი შე­დე­გე­ბი და მო­მა­ვა­ლი ზამ­თა­რი ნორ­მა­ლუ­რად ჩა­ივ­ლის.

- ამინ­დის სე­ზო­ნურ პროგ­ნო­ზებ­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ, რამ­დე­ნად ად­ვი­ლია 2-3-თვი­ა­ნი სა­ვა­რა­უ­დო პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა?

- ამინ­დის სე­ზო­ნუ­რი პროგ­ნო­ზე­ბი გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა და მათი გა­მარ­თლე­ბა­დო­ბა მოკ­ლე­ვა­დი­ან - 2 დღემ­დე წინ­სწრე­ბით და სა­შუ­ა­ლო­ვა­დი­ან - 10 დღემ­დე წინ­სწრე­ბით პროგ­ნო­ზებ­თან შე­და­რე­ბით, მთელ მსოფ­ლი­ო­ში, მათ შო­რის, მა­ღალ­გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებ­შიც, საგ­რძნობ­ლად და­ბა­ლია.

ამინ­დის გრძელ­ვა­დი­ა­ნი პროგ­ნო­ზე­ბის მომ­ზა­დე­ბა უაღ­რე­სად რთუ­ლი პრო­ცე­სია. ამის მი­ზე­ზი გახ­ლავთ ის, რომ დე­და­მი­წის ატ­მოს­ფე­რო ერ­თი­ა­ნი ორ­გა­ნიზ­მია და დე­და­მი­წის კონ­კრე­ტულ რე­გი­ონ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ამინ­დის ხან­გრძლი­ვი, 1-3 თვის წინ­სწრე­ბით პროგ­ნო­ზი­რე­ბა, ამ რე­გი­ო­ნი­დან ათა­სო­ბით კი­ლო­მეტ­რით და­შო­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში არ­სე­ბულ და მო­სა­ლოდ­ნელ ამინ­დის პი­რო­ბებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. იხილეთ ვრცლად