Wednesday, 19 December 2018
Tuesday, 18 December 2018
2018 წლის 10 ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელი!
კენდალ ჯენერი ზედიზედ მეორე წელია ყველაზ მაღალანაზღაურებადი მოდელების სიაში პირველობას არ თმობს. ამერიკული გამოცემა FORBES-ის მონაცემებით 23 წლის მოდელმა 22.5 მილიონი აშშ დოლარი გამოიმუშავა. ასევე ათეულში პოზიციებს იკავებენ დები ჰადიდები, კარლი კლოსი, ჟიზელი და სხვა.
კენდალს მეორე ადგილზე მოსდევს სუპერმოდელი კარლი კლოსი, რომელმაც 13 მილიონი შშ დოლარი გამოიმუშავა. კარლი 2018 წელს სვაროვსკისა და ადიდასის სახე იყო.
უამრავი მოდური ჟურნალის ყდისა და ბრენდებთან თანამშრომლობის შედეგად სიაში დებმა ჰადიდებმა 7 და 8 ადგილები გადაინაწილეს. დების საერთო შემოსავალი 2018 წელს 18 მილიონი აშშ
დოლარია.
გთავაზობთ სრულ სიას:
1) Kendall Jenner: $22.5 million
2) Karlie Kloss: $13 million
3) Chrissy Teigen and Rosie Huntington-Whiteley: $11.5 million
5) Cara Delevingne and Gisele Bundchen: $10 million
7) Gigi Hadid: $9.5 million
8) Bella Hadid and Joan Smalls: $8.5 million
10) Doutzen Kroes: $8 million
კენდალს მეორე ადგილზე მოსდევს სუპერმოდელი კარლი კლოსი, რომელმაც 13 მილიონი შშ დოლარი გამოიმუშავა. კარლი 2018 წელს სვაროვსკისა და ადიდასის სახე იყო.
უამრავი მოდური ჟურნალის ყდისა და ბრენდებთან თანამშრომლობის შედეგად სიაში დებმა ჰადიდებმა 7 და 8 ადგილები გადაინაწილეს. დების საერთო შემოსავალი 2018 წელს 18 მილიონი აშშ
გთავაზობთ სრულ სიას:
1) Kendall Jenner: $22.5 million
2) Karlie Kloss: $13 million
3) Chrissy Teigen and Rosie Huntington-Whiteley: $11.5 million
5) Cara Delevingne and Gisele Bundchen: $10 million
7) Gigi Hadid: $9.5 million
8) Bella Hadid and Joan Smalls: $8.5 million
10) Doutzen Kroes: $8 million
როგორი ზამთარი გველოდება - საქართველოს მთავარი მეტეოროლოგის შეფასებები
ექსპერტების დასკვნით, 2018-2019 წლების ზამთრის პერიოდში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე ამინდის ფორმირებაზე დომინანტურ როლს წყნარ და ატლანტიკის ოკეანეებში მიმდინარე და მოსალოდნელი პროცესები შეასრულებს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, რამაზ ჭითანავას თქმით, მომავალი ზამთრის პერიოდში საქართველოს
- მოსალოდნელია თუ არა ძლიერი თოვლი, ყინვა? იქნება თუ არა ზამთრის სეზონი სიმკაცრით გამორჩეული?
- ჰაერის ტემპერატურული რეჟიმის თვალსაზრისით შედარებით რბილ ზამთარს ვვარაუდობთ. მოსალოდნელი, ნორმასთან შედარებით უხვნალექიანი ზამთრის შესაძლებლობის გამო, ბუნებრივია მთაში და მაღალ მთაში თოვლის დეფიციტი არ იქნება.
ეს ერთი მხრივ დადებით როლს შეასრულებს წყლის რესურსების ზრდის თვალსაზრისით, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელი იქნება ჰიდროენერგეტიკის და სოფლის მეურნეობის სფეროებისთვის. მეორეს მხრივ, შეიძლება გარკვეული პრობლემები შექმნას ისეთი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სიხშირის გაზრდის შესაძლებლობის გამო, როგორებიცაა წყალმოვარდნები და თოვლის ზვავები.
ამ ტიპის სტიქიური მოვლენების პროგნოზირება და შესაბამისი ადრეული გაფრთხილებების გაცემა, მხოლოდ რამდენიმე დღის წინსწრებითაა შესაძლებელი, რასაც გარემოს ეროვნული სააგენტო განახორციელებს. ვფიქრობთ, რომ ნახსენები სტიქიური მოვლენების შემთხვევაში, მინიმუმამდე იქნება დაყვანილი მათგან გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგები და მომავალი ზამთარი ნორმალურად ჩაივლის.
- ამინდის სეზონურ პროგნოზებზე რომ ვისაუბროთ, რამდენად ადვილია 2-3-თვიანი სავარაუდო პროგნოზის გაკეთება?
- ამინდის სეზონური პროგნოზები გრძელვადიანი პროგნოზების კატეგორიას განეკუთვნება და მათი გამართლებადობა მოკლევადიან - 2 დღემდე წინსწრებით და საშუალოვადიან - 10 დღემდე წინსწრებით პროგნოზებთან შედარებით, მთელ მსოფლიოში, მათ შორის, მაღალგანვითარებულ ქვეყნებშიც, საგრძნობლად დაბალია.
ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების მომზადება უაღრესად რთული პროცესია. ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ დედამიწის ატმოსფერო ერთიანი ორგანიზმია და დედამიწის კონკრეტულ რეგიონში მოსალოდნელი ამინდის ხანგრძლივი, 1-3 თვის წინსწრებით პროგნოზირება, ამ რეგიონიდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ რეგიონებში არსებულ და მოსალოდნელ ამინდის პირობებზეა დამოკიდებული. იხილეთ ვრცლად
Subscribe to:
Posts (Atom)